ხაშურში ხანძრის ლოკალიზება ამ დრომდე ვერ ხერხდება – ადგილზე 220 მეხანძრე-მაშველი და 12 სახანძრო-სამაშველო სპეცტექნიკა მუშაობს

ხაშურში,  სოფელი ცედანში ხანძრის  ლოკალიზება ამ დრომდე ვერ ხერხდება. წინასწარი მონაცემებით, დამწვარია 10 ჰა-მდე ფართობი

 საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ადგილზე 220 მეხანძრე-მაშველი და 12 სახანძრო-სამაშველო სპეცტექნიკა მუშაობს.

შეგახსნებთ, ხანძარი გუშინ საღამოს, დაახლოებით 23:00 საათზე გაჩნდა.

Comments
Loading...