„ხელისუფლების გარკვეულ ნაწილში ძალიან საშიში ადამიანები არიან ჩაბუდებულნი”

ტექნიკური უნივერსიტეტის კავკასიის ისტორიის გეოპოლიტიკის და ეკონომიკურ კვლევების ცენტრის დირექტორი ნიკოლოზ მეტრეველი კიდევ ერთხელ იხსენებს სისხლიან 26 მაისს და აცხადებს:

-“26 მაისი ახლოვდება და ყველას კიდევ ერთხელ ახსენდება ის მძიმე დღეები, რაც გამოვიარეთ სააკაშვილის პერიოდში, განსაკუთრებით იმ ადამიანებს, რომლებმაც თავიანთ თავზე გადაიტანეს სისხლიანი დამოუკიდებლობის დღე და მთავარი ისაა, რომ დღეს, როცა უკვე მეოთხე მთავარი პროკურორი გამოვიცვალეთ, ჯერ კიდევ არ არის იმ დღის სამართლებრივი შეფასება დამდგარი. სამწუხაროდ, ეს მხოლოდ 26 მაისს არ ეხება და არის მთელი რიგი თაროზე შემოდებული საქმეები. მრჩება შთაბეჭდილება, რომ ხელისუფლებას უწევს პოსტ-ფაქტუმ მოქმედება და უკვე დამდგარ მოცემულობაზეა რეაგირება შემდეგ, მაგრამ ხშირად ეს რეაგირება დაგვიანებულია. საჭიროა საზოგადოების აქტიურობა. დღეს ქვეყანა კიდევ უფრო მძიმე გამოწვევების წინაშეა, აქედან გამომდინარე საკმაოდ რთული პერიოდი ელის როგორც „ქართულ ოცნებას“, ისე მთლიანად საზოგადოებას.

საქმე ის არის, რომ რაც უფრო გადის დრო, უფრო რთულდება გამოძიება, ნადგურდება სამხილები. აი, თუნდაც გმირი ფოტოგრაფები, რომლებმაც თავიანთი ფოტოებით მსოფლიოს აჩვენეს რა ხდებოდა რუსთაველზე, ეს ადამიანები დღემდე დადიან ხან პროკურატურაში, ხან სასამართლოში, მაგრამ მაინც ვერ ხერხდება მათი საქმის საბოლოო გამოძიება, თავადაც აცხადებენ, რომ ძალიან ბევრი იმდროინდელი მაღალჩინოსანია კვლავ ხელისუფლებაში, რაც გამოძიებისთვის საკმაოდ ხელისშემშლელი ფაქტორია. ეს არ არის ერთი მაგალითი, უამრავი ასეთის მოყვანა შეიძლება და ეს იმის გამო, რომ ძალიან საშიში ადამიანები არიან ხელისუფლების გარკვეულ ნაწილში ჩაბუდებულნი. ეს ადამიანები ყველაფერს გააკეთებენ, რომ დარჩნენ ხელისუფლებაში. მათ გასაქცევი არ აქვთ. აი, თუნდაც ვანო ზარდიაშვილი. ნამდვილად ვერ ვიგებ რა დამსახურებით არის ეს ადამიანი დღეს იქ, სადაც არის. მე მახსოვს ის სასამართლოებზე „ნადზორად“ დადიოდა, დღეს კი ვიხილეთ „ოცნების“ სიაში.

მთავარი პრობლემა ისევ საზოგადოებაშია, უნდა ვაიძულოთ ხელისუფლება დაიწყოს რეალური მოქმედებები”. -აცხადებს მეტრეველი

Comments
Loading...