ხვალ გალაკტიონ ტაბიძის მემორიალური ბინა-მუზეუმი იხსნება

თბილისში, ხვალ გალაკტიონ ტაბიძის მემორიალური ბინა-მუზეუმი გაიხსნება.

“თბილისის მერიის მუზეუმების გაერთიანებამ კიდევ ერთი მუზეუმის რეაბილიტაცია დაასრულა და ამჯერად დამთვალიერებლებს გალაკტიონ ტაბიძის მემორიალური ბინა-მუზეუმი ელოდება – განახლებული ექსპოზიციით.
მუზეუმში სრულად არის დაცული, როგორც ბინა-მუზეუმის მემორიალური თავისებურება, ისე სამუზეუმო საჭიროებები – მუზეუმის საგამოფენო სივრცეები თანამედროვე მუზეოგრაფიის შესაბამისადაა მომზადებული, ინსტალაციები კი, რომლებიც მუზეუმში დაგხვდებათ, გალაკტიონ ტაბიძის ცხოვრებასა და ბიოგრაფიას ქრონოლოგიურად ჰყვება.
გალაკტიონ ტაბიძის მემორიალურ ბინა-მუზეუმში სარეაბილიტაციო-სარემონტო სამუშაოები 2019 წლის აპრილში დაიწყო, 2020 წლის 22 ივლისიდან კი – მუზეუმი დამთვალიერებლებს საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროსა და „იკომის“ უსაფრთხოების რეკომენდაციების დაცვით მიიღებს’ – ნათქვამია მუზეუმების გაერთიანების გავრცელებულ ინფორმაციაში.

მუზეუმი ხვალ 22 ივლისი, 16:00 საათზე თბილისში, კ. მარჯანიშვილის ქ. N4 -ში გაიხსნება.

Comments
Loading...