ხვალ თბილისის ნაწილს ელექტროენერგია შეეზღუდება

გეგმიური სარემონტო-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, თბილისის ნაწილს ხვალ, ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.

კომპანია „თელასის“ ინფორმაციით, შეზღუდვა 11:00 საათიდან 14:00 საათამდე ქერჩის და გმირ კურსანტთა ქუჩების მაცხოვრებლებს შეეხება.

შუქი 16:00 საათიდან 18:00 საათამდე დიდი დიღმის I მიკრორაიონის, პეტრიწის და პეტრე იბერის ქუჩების მაცხოვრებლებს გაეთიშება.

ენერგომომარაგება 17:00 საათიდან 18:00 საათამდე ვარკეთილი-3 დასახლების IIIა მიკრორაიონის და თაყაიშვილის ქუჩის მაცხოვრებლებს შეეზღუდება.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

Comments
Loading...