ხმაური და დაპირისპირება პარლამენტის შესასვლელში – „დაისაჯოს, ჰომოფობი ირაკლი ღარიბაშვილი“

პარლამენტის უკანა შესასვლელთან ხმაური და დაპირისპირება მოჰყვა მედიისა და მოძრაობა “სირცხვილიას” წარმომადგენლების მცდელობას, პარლამენტის კედლებზე გაეკრათ სტიკერები სახელწოდებით – „დაისაჯოს, ჰომოფობი ირაკლი ღარიბაშვილი“ და ასევე, „დაისაჯოს, მკვლელი ირაკლი ღარიბაშვილი“.

whatsapp sharing buttonპოლიციელების წინააღმდეგობის მიუხედავად, აქციის მონაწილეებმა სტიკერების ნაწილი მაინც გააკრეს.

ჟურნალისტები შეკითხვით მიმართავენ პოლიციას – განუმარტონ ის მუხლი, რომლის მიხედვითაც მათ გამოხატვის საშუალება ეზღუდებათ და რის მიხედვითაც ეკრძალებათ სტიკერების გაკვრა.

ირაკლი ღარიბაშვილის გამოსახულებიანი სტიკერების გარდა, პარლამენტთან აქციის მონაწილეებს მიტანილი აქვთ გარდაცვლილი ოპერატორის ლექსო ლაშქარავას ფოტოები.

პარლამენტთან მიმდინარე აქციის პარალელურად ბიუროს სხდომა მიმდინარეობს. ამასთან, აქციაზე მყოფი ჟურნალისტები პარლამენტში შესვლას ითხოვენ.

Comments
Loading...