ხობის მერის პირველმა მოადგილემ თანამდებობა დატოვა

ხობის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ თანამდებობა დატოვა.

ვარაზ გაბედავამ წასვლის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში ცოტა ხნის წინ გაავრცელა.

მოგესალმებით, მეგობრებო!

ბოლო შვიდი წლის განმავლობაში მქონდა პატივი ,მემუშავა თქვენთან ერთად ჩვენიმუნიციპალიტეტის საკეთილდღეოდ. მინდა ყველა საჯარო მოხელეს, ყველა მოსამსახურეს, თითოეულ ადამიანს, ვისთანაც მქონია სამსახურებრივი თუ უბრალოდ ადამიანურიურთიერთობა,მადლობა გადაგიხადოთ.

მინდა დაგემშვიდობოთ და წარმატებები გისურვოთ!”,-წერს გაბედავა.

ცნობისთვის,ის აღნიშნულ თანამდებობას 2017 წლის ნოემბრიდან იკავებდა.

Comments
Loading...