ხობში ავტოსაგზაო შემთხვევას მსხვერპლი მოჰყვა

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ბიაში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას შუახნის მამაკაცი ემსხვერპლა. თვითმხილველების ინფორმაციით, მძღოლმა, სავარაუდოდ, საჭე ვერ დაიმორჩილა და ხეს შეეჯახა. მათივე ინფორმაციით, შეჯახება იმდენად ძლიერი იყო, მამაკაცი სასწრაფო დახმარების მოსვლამდე გარდაიცვალა.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში განმარტავენ, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

Comments
Loading...