ხობში საცხოვრებელი სახლი დაიწვა
ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ხამისკურში ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში ხანძარი გაჩნდა. როგორც mpress.ge-სთან თვითმხილველებმა განაცხადეს, მიუხედავად იმისა, რომ ადგილზე სახანძრო ბრიგადები დროულად მივიდნენ, საცხოვრებელი სახლი სრულად დაიწვა. მათივე ინფორმაციით, ხანძრის დროს სახლში არავინ იმყოფებოდა.
რა გახდა ხანძრის გამომწვევი მიზეზი, ჯერჯერობით უცნობია.
შსს-მ მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიება სსკ-ის 188-ე მუხლის პირველი ნაწილით („ნივთის დაზიანება ან განადგურება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია“) დაიწყო.