ხობში “ქართული ოცნება” საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, შეხვედრებს აგრძელებს

ხობის მუნიციპალიტეტში წინასაარჩევნო კამპანიის  ფარგლებში, „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” მერობის კანდიდატი- დავით ბუკია, მერთან, გოჩა ქაჯაიასთან და საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატთან, ლევან ქავთარაძესთან ერთად, ძველი ხიბულის, ახალი ხიბულის, ბიისა და პირველი მაისის ამომრჩევლებს შეხვდა.
ადგილზე შეკრებილებს, კანდიდატმა მომავალში განსახორციელებელი პრიორიტეტული საკითხები და სამომავლო გეგმები გააცნო.
აღნიშნულ ადმინისტრაციულ ერთეულებში:
✔️ დაიგო გზები,
✔️ აშენდა და რეაბილიტირდა საბავშვო ბაღები,
✔️ მოეწყო გარე განათებები,
✔️ რეაბილიტირდა ამბულატორიები,
✔️აშენდა ძველი ხიბულისა და ახალი ხიბულის დამაკავშირებელი ხიდი
✔️ ჩატარდა ნაპირსამაგრი სამუშაოები
✔️ სკოლებში მოეწყო სველი წერტილები
✔️ძველ ხიბულაში რეაბილიტირდა ზვიად გამსახურდიას მუზეუმი და აშენდა წმინდა ლაზარეს სახელობის ტაძარი, სამრეკლო და სამრევლო სკოლა.

ახალ ხიბულასა და ბიაში სექტემბრის შუა რიცხვებში გაზიფიცირდება დარჩენილი უბნები.

ძველ ხიბულაში მიმდინარეობს შიდა გზების რეაბილიტაცია და წყლის სიტემის, აუზებისა და წყალსაქაჩის მოწყობა.

პირველ მაისში წყლის სისტემის პროექტირება დასრულებულია და თანხის გამოყოფასთან დაკავშირებით მუნიციპალური განვითარების ფონდთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს.
შეხვედრას საკრებულოს წევრობის მაჟორიტარობის კანდიდატები კობა გერგაია, ლევან ლიპარტია და მაია ქაჯაია ესწრებოდნენ.

„ქართული ოცნების“ გუნდის წევრებს ამომრჩევლებმა გამოხატული მადლიერებისთვის მადლობა გადაუხადეს და თანადგომას დაპირდნენ.

Comments
Loading...