ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის გამო I ექსპერიმენტულის სკოლის დირექტორმა პოსტი დატოვა

პირველი ექსპერიმენტული სკოლის დირექტორმა, ხათუნა ბარაბაძემ თანამდებობა დატოვა. მიზეზად ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობას ასახელებს. ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმეზე ორივე მსჯავრდებული მოზარდი პირველი ექსპერიმენტული სკოლის მოსწავლე იყო. ინფორმაციას საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.

მისი თქმით, ეს იყო მისი მორალური გადაწყვეტილება, რადგან მომხდარის გადატანა რთული იყო.

პირველი არხის ცნობით, ბარაბაძემ განაცხადა, რომ სკოლის დატოვება ჯერ კიდევ თებერვალში სურდა, თუმცა სკოლისა და მოსწავლეების წინაშე არსებული პასუხისმგებლობიდან გამომდინარე, საჭიროდ მიიჩნია, დირექტორის თანამდებობაზე სასწავლო წლის ბოლომდე დარჩენილიყო. სწავლის დასრულების შემდეგ კი, როგორც თავად აღნიშნავს, სამეურვეო საბჭოს თანამდებობის დატოვების შესახებ მიმართა, რომელზედაც 22 აგვისტოს თანხმობა მიიღო.

ამ ეტაპზე, პირველი ექსპერიმენტული სკოლის დირექტორის მოვალეობას ხათუნა ბარაბაძის მოადგილე ქეთევან მიქანაძე ასრულებს.

Comments
Loading...