ხორვატიაში 43 წლის მთვრალმა მღვდელმა 70 წლის მონაზონს მრევლის თვალწინ დედა აგინა და სცემა

ინციდენტი ზადარის ოლქში, სუკოშანის სამრევლო ეკლესიის ეზოში მოხდა.

სუკოშანის სამრევლო ეკლესიის მღვდელი, აშკარად არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი 43 წლის დომაგოი კალევი და 70 წლის მონოზანი  ეკლესიის ეზოში, მრევლის თვალწინ კამათობდნენ. 

ყველასთვის მოულოდნელად მღვდელმა მონაზონს გინებაა დაუწყო, შემდეგ კი მას სახეში მუშტი დაარტყა. მონაზონი მიწაზე დაეცა, მღვდელი კი იქვე, ეკლესიის გვერდით მდებარე თავის ოთახში შევიდა.

მონოზანი შეეცადა მღვდლისთვის სასჯელი არიდებინა და განაცხადა, რომ ის თავად, სახით დაეცა ძირს და დაზიანება მიიღო. როგორ შეიძლება ადამიანი იჯდეს ციხეში, როცა მას დანაშაული არ ჩაუდენია, – ამბობდა იგი ჟურნალისტებთან საუბარში და საყვედურობდა მათ, რომ ისინი ცდილობდნენ მღვდლის მხრიდან ადამიანური სისუსტის გამოვლენას გამადიდებელი შუშით დაკვირვებოდნენ.

ზადარის მუნციპალურმა სასამართლომ არ გაიზიარა მონაზონის ნათქვამი და მღვდელს თავის ქცევით გამვლელებში შიშის და შფოთვის განცდის გაჩენის გამო ათდღიანი პატიმრობა მიუსაჯა.

მღვდელი დღეს, სასჯელის სრულად მოხდის შემდეგ გათავისუფლდა პატიმრობიდან.
Comments
Loading...