ხოში პოლიციელებსა და მოჭიდავეებს შორის ინციდენტი მოხდა – დაკავებულია მსოფლიო ჩემპიონიო

ხობში სამართალდამცველებმა რამდენიმე მოჭიდავე დააკავეს . არსებული ინფორმაციით, დაკავებულთა შორისაა ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში მსოფლიო ჩემპიონი, ნ.წ.  ასევე, მოჭიდავე ნ.ყ.  მათ წვრილმანი ხულიგნობა და პოლიციისადმი დაუმორჩილებლობა ედება ბრალად.

ამასთან, დაკავებულია კიდევ ორი პირი – ზ.  დ.  და ვ.კ., რომლებსაც ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 356-ე პრიმა მუხლით წარედგინათ, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს.

არსებული ინფორმაციით, ინციდენტი პოლიციელებსა და მოჭიდავეებს შორის გუშნ, 25 ივლისს, ხობის ცენტრში მოხდა.

Comments
Loading...