ხულოში ერთ კვირაში 2 ეკლესია და 1 მეჩეთი გაქურდეს

ხულოში სოფელ ბეღლეთში მეჩეთი რამდენიმე დღის წინ გაქურდეს, საიდანაც შესაწირი ყუთი გატეხეს და თანხა წაიღეს. 9-დან 10 სექტემბრის ღამეს ასევე გაქურდეს ორი მართლმადიდებლური, ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხარების სახელობის და წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ეკლესია.
ეკლესიაშიც, როგორც მეჩეტში, შესაწირი ყუთი გატეხეს.

როგორც სხალთის ეპარქია ავრცელებს ინფორმაციას, ტაძრებში მძარცველი ფანჯრიდან გადავიდა.

როგორც შსს-ში „აიპრესს“ განუცხადეს, შსს-ს ინფორმაციით, მომხდარ ფატქებზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით დაიწყო, რაც ქურდობას გულისხმობს. აღნიშნული დანაშაული კი ისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით ვადით 6 თვიდან 1 წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით 1-დან 3 წლამდე.

ipress.ge

Comments
Loading...