ხუნდაძე: გუნდიდან გასვლას არ ვაპირებ

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, დიმიტრი ხუნდაძის განმარტებით, მის მიერ უმრავლესობის დატოვების საკითხი არ განიხილება.

„გუნდიდან გასვლას არ ვაპირებ, ხალხში გასვლას ნამდვილად ვაპირებ. მე ვარ უმრავლესობის წევრი, ვარ დამფუძნებელი, ვფიქრობ, აქ არაფერი უჩვეულო არ არის. ვარ კანონმდებელი, მაქვს უფლება, მითუმეტეს პროცედურების დაცვით, რომ გავიდე ხალხში, შევაგროვო 200 ათასი ხელმოწერა და გამოვიტანო სამსჯელოზე კანონპროექტი, რომელიც გულისხმობს ორპალატიან სისტემას, ამერიკულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას, რომელიც იქნება გარანტი სტაბილურობის და იმისა, რომ საზოგადოება არ დაკარგავს პირდაპირ კავშირს ხელისუფლებასთან“,- აღნიშნა დიმიტრი ხუნდაძემ.

მისი აზრით, 2024 წელს პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის გადაწყვეტილება ნაჩქარევია.

„დაშვებულია შეცდომა, რომ 2024 წელს ნაჩქარევად გადავდივართ პროპორციულ სისტემაზე. ვიდრე ეს შეცდომა რეალურ ნეგატიურ შედეგებს მოიტანს, სჯობს, გამოვასწოროთ შეცდომა. თუ შეცდომის გამოსწორებაში გუნდის წევრები არ აგვყვებიან, ამ შეცდომის გამოსწორებას ვეცდებით ჩვენ, ის, ვინც ვართ თანამოაზრები“,- განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

Comments
Loading...