ხუციშვილი: მთელ საქართველოში კრიზისული სიტუაციებისთვის კავშირგაბმულობის სისტემა მოწესრიგდება

ყველა მეხანძრეს ექნება რაცია, მანქანები აღიჭურვება შესაბამისად – მთელ საქართველოში კრიზისული სიტუაციებისთვის კავშირგაბმულობის სისტემა მოწესრიგდება. ამის შესახებ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა შალვა ხუციშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, კომპანია “მოტოროლასთან” მოლაპარაკებები უკვე დასრულდა და უახლოეს მომავალში 5 მილიონ 300 ათას ლარიან კონტრაქტს მოეწერება ხელი. შალვა ხუციშვილი “ჩვენ უახლოეს მომავალში კონტრაქტს მოვაწერთ ხელს, რომელიც მოგვცემს შესაძლებლობას, მთლიანად საქართველოში მოვაწესრიგოთ და დავნერგოთ კრიზისული სიტუაციებისთვის კავშირგაბმულობის სისტემა, რომ ყველა მეხანძრეს და მენეჯერს ჰქონდეს რაცია, მანქანები აღიჭურვოს შესაბამისად, რაც ჩვენთვის აქამდე დიდი პრობლემა იყო, ტელეფონებით ხდება სამწუხაროდ ამის მართვა. ჩვენ უკვე მომავალი წლიდან გვექნება ევროპული სტანდარტების საერთაშორისო დონის კრიტიკული კომუნიკაციების სისტემა, რაც მნიშვნელოვანია. განვითარების ბევრად სხვა დონეზე გადადის, მაგალითად იფარება ის რისკწერტილები, სადაც ჩვენ დღეს არ გვაქვს კავშირგაბმულობა, საუბარია ტყეებზე. ტყის ხანძრების დროს კომუნიკაციის პრობლემა დგას და რთულია კომუნიკაცია, ამიტომ ამ მიმართულებითაც საკმაოდ წინ გადადგმული ნაბიჯია”,_ აღნიშნა შალვა ხუციშვილმა.

Comments
Loading...