ხუხაშვილი: ხელისუფალი ცდილობს, ქვეყანა მართოს კომპრომატით

” აქ მთავარი საკითხი არ არის, ბოკერია დამნაშავეა თუ არა.”ამის შესახებ პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

” აქ მთავარი საკითხი არ არის, ბოკერია დამნაშავეა თუ არა. დიდ სურათს რომ შევხედოთ, დავინახავთ, რომ ხელისუფალი ცდილობს, ქვეყანა მართოს კომპრომატით. ანუ, აღძრას საქმე, ჩაკეტოს სეიფში და მხოლოდ იმ შემთხვევაში გაააქტიუროს კომპრომატი, თუ ესა თუ ის ადამიანი მას შეუქმნის პრობლემას.

თუ პიროვნება კომპრომატით მართვადია, მაშინ ის არა თუ ხელშეუხებელია, არამედ კარიერის გაკეთების კარგი შანსებიც უჩნდება. ხელისუფალი უსაფრთხოდ მხოლოდ მაშინ გრძნობს თავს, როდესაც კომპრომეტირებული ადამიანებით არის გარშემორტყმული. ამ შემთხვევაში მას აქვს სისტემასთან მორალური უპირატესობა და მართვის “ეფექტური” ინსტრუმენტი.

დასკვნა თქვენ გააკეთეთ – რა დევს იმ სეიფში ქართული ოცნების ელიტაზე და ოპოზიციის მოზრდილ ნაწილზე და შეუძლია თუ არა დიდწილად კომპრომეტირებულ პოლიტიკას რაიმე სასარგებლო შექმნას ქვეყნისთვის..”,-წერს გია ხუხაშვილი.

ცნობისთვის, გიგა ბოკერიას მაგისტრი მოსამართლე დღეს დაკითხავს.

უწყების ინფორმაციით, თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს 15:00 საათზე ჩაინიშანა გიგა ბოკერიას დაკითხვა.

“ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია პროკურატურაში იყო დაბარებული, თუმცა უარი განაცხადა და ის მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით დღეს დაიკითხება.

მსგავსი სიახლეები
Comments
Loading...