ჯაკარტაში წვეულებაზე 141 ჰომოსექსუალი დააკავეს

ინდონეზიის ქალაქ ჯაკარტაში, პოლიციამ გეი წვეულებაზე 141 ადამიანი დააკავა.

ყველა დაკავებული, პორნოგრაფიის კანონის დარღვევაშია ეჭვმიტანილი, რამდენიმე კი პროსტიტუციაში. როგორც ბიბისი იტყობინება, საღამოზე დასასწრებად მონაწილეებმა 185 ათასი რუპია გადაიხადეს (დაახლოებით 14 დოლარი).

ინდონეზიაში ჰომოსექსუალობა დაკანონებულია, გარდა კონსერვატიული პროვინცია აჩეხისა, სადაც მუსლიმები ცხოვრობენ.

რამდენიმე კვირის წინ, აჩეხის რეგიონის სასამართლომ ორ კაცს, ერთსქესიანი ურთიერთობის გამო, საჯაროდ ხელკეტებით ცემის განაჩენი გამოუტანა.

წყარო: newposts.ge

Comments
Loading...