ჯანმო მოსახლეობას ფალსიფიცირებული მედიკამენტების შესახებ აფრთხილებს

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია მოსახლეობას აფრთხილებს,კორონავირუსული პანდემიის ფონზეგაზრდილი ფალსიფიცირებული მედიკამენტების შესახებ. ინფორმაციას ავრცელებს BBC News

BBC News-ის გამოძიებამ დაადგინა,რომ კორონავირუსთან ბრძოლისათვის შექმნილი ფალსიფიცირებული მედიკამენტები აქტიურად იყიდება აფრიკაში და ,როგორც ამას ჯანმო (WHO) აცხადებს,ეს მედიკამენტები  შეიძლება იყოს სერიოზული საფრთხის შემცველი და გამოიწვიოს უარყოფითი გვერდითი მოვლენები.

დღევანდელი სიტუაციიდან გამომდინარე,როდესაც ორი უდიდესი სამედიცინო წყარო-ჩინეთი და ინდოეთი ჩაკეტილია,გაიზარდა ფალსიფიცირებულ მედიკამენტთა წარმოება და გაყიდვა.

ინტერპოლის გლობალური ფარმაცევტული დანაშაულის წინააღმდეგ ასრებულმა განყოფილებამ  7 დღეში 121 პირი დააკავა,90 ქვეყნის მასშტაბით.

მალაიზიიდან-მოზამბიკამდე , პოლიციის თანამშრომლებმა ასობით ათასი უხარისხო ნიღაბი და ფალსიფიცირებული მედიკამენტი აღმოაჩინეს.

Comments
Loading...