ჯანმო-ს თანამშრომელი სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას მოკლეს

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის თანამშრომელი(მძღოლი),რომელიც მიანმარში აგროვებდა COVID-19-ის სამონიტორინგო ნიმუშებს,მოკლეს.ინფორმაციას ავრცელებს BBC.

პაე სონ ვინ მაუნგი მართავდა გაეროს ნიშნისმქონე ავტომობილს,როდესაც მას რახინის რეგიონში ცეცხლი გაუხსნეს.

გაერთიანებული ერების ორგანიზაცია აცხადებს,რომ მას შემდეგ,რაც სიტუაცია გამწვავდა მიანმარის სამხედრო ძალებსა და არაკანის შეიარაღებულ არმიას შორის,დაიღუპა რამდენიმე ათეული ადამიანი.

აღნიშნული პირის მკვლელობაზე კი არცერთი მხარე იღებს პასუხისმგებლობას და დანაშაულს ერთმანეთს აბრალებენ.

“ჩვენ არ გვქონდა არანაირი მიზეზი,გაეროს ავტომობილზე თავდასხმისათვის”-აცხადებს მიანმარის სამხედრო ძალების სპიკერი.

Comments
Loading...