ჯაში: საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი საკითხები პარტიებს შორის ბრძოლაში იკარგება

ამის შესახებ, ფრაქცია “დამოუკიდებელი დეპუტატების” თავმჯდომარე მარიამ ჯაშმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

ფრაქცია “დამოუკიდებელი დეპუტატების” თავმჯდომარის მარიამ ჯაშის შეფასებით, ურთიერთდაპირისპირებისა და კრიტიკის ფონზე სიმართლის დადგენა ძალიან რთულია.

“ურთიერთდაპირისპირებისა და ურთიერთკრიტიკის ფონზე ძალიან რთულია სიმართლისა და რეალობის დანახვა და შეფასება. უფრო მეტი ინფორმაცია დამჭირდება, რომ დავაფიქსირო ჩემი პოზიცია. საზოგადებისთვის მნიშვნელოვანი საკითხები იკარგება იმ ბრძოლაში, რომელიც არის პარტიებს შორის,” – აღნიშნა მარიამ ჯამშა.

Comments
Loading...