ჯგუფ Queen-ის გიტარისტი კორონავირუსულ პანდემიაში ხორცისმჭამელ ადამიანებს ადანაშაულებს

Queen-ის გიტარისტი ბრაიან მეი კორონავირუსის გავრცელებაში ხორცისმჭამელ ადამიანებს ადანაშაულებს. ინფორმაციას ავრცელებს NME

მუსიკოსი თვლის,რომ მსოფლიოში შექმნილმა დღევანდელმა ვითარებამ ადამიანს აიძულა გადაეხედა თავისი კვებისათვის და აცხადებს,რომ ვეგანობა კაცობრიობის ჯანსაღი მომავალია.

“როგორც ჩანს,ვირუსი წარმოიქმნა იმ ადამიანთაგან,რომლებიც ჭამენ ცხოველებს და უფრო ცხადი ხდება,რომ ხორცი არ არის საუკეთესო რამ ჩვენი ჯანმრთელობისათვის”-აცხადებს მეი და აქვე სძენს-“ხორცის ჭამამ ადამიანები დააჩოქა” და ახლა დროა,კვებისადმი დამოკიდებულებების შეცვლისა და ვეგანობაზე გადასვლისა.

Comments
Loading...