ჯეიმს ბონდის ახალი ფილმის პრემიერა კორონავირუსის გამო 6 თვით გადაიდო

ჯეიმს ბონდის ახალი ფილმის "სიკვდილის დრო არ არის" პრემიერა გადაიდო,მომაკვდინებელი კორონავირუსის გამო. ამის შესახებ განცხადებას აკეთებს ჰოლივუდ რეპორტერი,4 მარტს.

ჯეიმს ბონდის 25-ე ფილმი აპრილში გამოვიდა,მაგრამ ეკრანიზაცია ექსვი თვით გადაიდო. ეს პირველი ჰოლივუდური პროექტია,რომლის ეკრანებზე გამოსვლის თარიღმა გადაიწია,ახალი ვირუსის გამო.

ფილმის ტრეილერი დეკემბერში გამოჩნდა. ვიდეოში ჯეიმს ბონდის როლის შემსრულებელი-დენიელ კრეიგი უპირისპირდება თავის მტერ საფინს,რომლის როლსაც რამი მალეკი ასრულებს.

ფილმის რეჟიროსი კერი ფუკუნაგაა,რომელიც ცნობილია სერიალზე “ნამდვილი დეტექტივი” მუშაობით.ფილმში ასევე თამაშობენ: კრისტოფ ვალსი, ლეა სეიდი,ბენ უიშოუ,რალფ ფაიანსი,ანა დე არმასი.

მთლიანობაში ,მსოფლიოში 94,2 ათასი ადამიანია დაინფიცირებული ახალი კორონავირუსით. ჩინეთის გარდა,სადაც პირველად დაფიქსირდა ეს ვირუსი,მსოფლიოს 73 ქვეყანაშია გავრცელებული.

 

წყარო: lenta.ru

Comments
Loading...