„ჯეიმს ბონდის“ ვარსკვლავი-დენიელ კრეიგი შვილებს მემკვიდრეობას არ დაუტოვებს

ბრიტანელი მსახიობი შვილებს მემკვიდრეობის გარეშე ტოვებს.ამის შესახებ წერს The Sun

მსახიობი მიიჩნევს,რომ ადამიანებმა თავიანთი ქონება,ცხოვრების მანძილზე,სრულად უნდა დახარჯონ,ან შემოწირულობებს მოახმარონ.
„ვფიქრობ,მემკვიდრეობა ძალზედ არასასიამოვნოა.ჩემი ფილოსოფია ამ ყველაფრისგან თავის დაღწევა,ან გამოსავლის უფლებაა“-განმარტა კრეიგმა.

52 წლის ბრიტანელი დაქორწინებულია 50 წლის მსახიობ რეიჩელ ვაისზე. მათ 2018 წელს ქალიშვილი შეეძინათ. კრეიგს კიდევ ერთი შვილი ჰყავს,პირველი მეუღლისგან,რომელთანაც 1994 წლიდანაა განქორწინებული.

Comments
Loading...