“ჯვრის მონასტრის დაკეტვა შემოსეულმა მტრებმაც ვერ გაბედეს და ეს შეძლო ერთმა ჯიპიანმა მამაომ”
“მეექვსე საუკუნიდან დღემდე მცხეთაში ჯვრის მონასტრის დაკეტვა ვერავინ,თვით შემოსეულმა მტრებმაც ვერ გაბედეს და ეს შესძლო ერთმა ჯიპიანმა მამაომ გარე მოვაჭრეებთან წილების მოთხოვნის მოტივირებით”, –ასე გამოეხამურა სოციალურ ქსელში“ლეიბორისტული პარტიის” ლიდერი შალვა ნათელაშვილი მცხეთის ჯვრის მონასტრის დაკეტვის ფაქტს.
ცნობისთვის, მცხეთის ჯვრის მონასტერი 2 დღის განმავლობაში ტურისტებისთვის, მლოცველებისთვის და ნებისმიერი სხვა პირებისთვის დაიხურა.
როგორც საპატრიარქოში განმარტავდნენ, აღნიშნული ფაქტი, მონასტრის გალავანთან არსებულ გარევაჭრობას უკავშირდებოდა.
მცხეთის ჯვრის მონასტერი დღეს გაიხსნა.