ჯორჯ ბუშ უფროსი ტეხასში საპრეზიდენტო ბიბლიოთეკის ტერიტორიაზე დაკრძალეს

აშშ-ს 41-ე პრეზიდენტი ჯორჯ ბუშ უფროსი ტეხასში საპრეზიდენტო ბიბლიოთეკის ტერიტორიაზე დაკრძალეს. ამის შესახებ სახელმწიფოს ყოფილი მეთაურის პრესმდივანმა, ჯიმ მაკგრატმა თავის Twitter-ის გვერდზე დაწერა.

“ამერიკის შეერთებული შტატების 41-ე პრეზიდენტმა, ჯორჯ ჰერბერტ უოლკერ ბუშმა ბიბლიოთეკაში უკანასკნელი თავშესაფარი დაიმკვიდრა”, – დაწერა მან.

1 დეკემბერს, აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი ჯორჯ ბუშ უფროსი 94 წლის ასაკში გარდაიცვალა. იგი ამერიკის პრეზიდენტი 1989-დან 1993 წლამდე იყო. მისი მმართველობისას დასრულდა ცივი ომი და დაიშალა საბჭოთა კავშირი. მიმდინარე წლის აპრილში კი მისი მეუღლე ბარბარა პირს ბუში გარდაიცვალა, რომელთანაც მან 73 წელიწადი გაატარა.

 

Comments
Loading...