ჯო ბაიდენისადმი მიმართულ სექსუალური შევიწროვების ბრალდებაში ახალი მოწმეები გამოჩნდნენ

საქმეში,რომელიც ეხება ჯო ბაიდენის დადანაშაულებას სექსუალურ შევიწროვებაში,ახალი მოწმეები გამოჩნდნენ.ინფორმაციას ავრცელებს The Washington Post.

ბაიდენს ამ ბრალს მისი ყოფილი თანაშემწე ტარა რიდი სდებს და მისი განცხადებით,მასზე სექსუალური ხასიათის თავდასხმა 1990-იან წლებში მოხდა.მაშინ ბაიდენი სენატორი იყო.

ტარა გასულ წელსაც ადანაშაულებდა ბაიდენს,სხეულის უხერხულ ადგილებზე შეხებაში,თუმცა თავდასხმას აღარ ახსენებდა.

გამოცემის თანახმად,ლინდა ლაკასი,ტარა რიდის ერთ-ერთი მეზობელი კალიფორნიაში(რიდი სამსახურიდან გათავისუფლების შემდეგ კალიფორნიაში გადავიდა),ადასტურებს 1990-იან წლებში მომხდარი შევიწროვების ფაქტს.

კიდევ ერთი ქალბატონი,რიდის ყოფილი კოლეგა,ლორენ სანჩესი,ადასტურებს,რომ ტარა სამსახურიდან გაათავისუფლეს მაშინ,როდესაც ბაიდენმა იგი შეურაცხყო და ამის გამო,მან მას უჩივლა.

Comments
Loading...