ჯო ბაიდენმა დონალდ ტრამპს ”კლოუნი” უწოდა

აშშ-ს ყოფილმა ვიცე-პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა, რომელიც 2020 წლის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს, სამხრეთ კაროლინას შტატში სიტყვით გამოსვლისას ქვეყნის ამჟამინდელ პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს “კლოუნი”უწოდა. ამის შესახებ სააგენტო Bloomberg- ი იუწყება.

“ბევრი მეტსახელია, რაც შეგვიძლია მას ვუწოდოთ. შეგვიძლია დავიწყოთ კლონით “, – განაცხადა ბაიდენმა.

აშშ-ს ყოფილი ვიცე-პრეზიდენტის განმარტებით, ის მსოფლიოს 14 ქვეყნის ლიდერს ესაუბრა და მათ დონალდ ტრამპის პოლიტიკის გამო შეშფოთება გამოთქვეს.

თუმცა, ჯო ბაიდენმა ასევე აღნიშნა, რომ დონალდ ტრამპთან უმაღლეს დონეზე დისკუსიის შენარჩუნებას გეგმავს.

ტრამპი პოლიტიკურ ოპონენტებს სხვადასხვა სახელით ხშირად მიმართავს. მაგალითად, დონალდ ტრამპმა მიკრობლოგ Twitter- ზე ჯო ბაიდენს ასე მიმართა: “მძინარე ჯო, კეთილი იყოს საპრეზიდენტო რბოლაში შენი მობრძანება. იმედია, გონებრივი შესაძლებლობები გეყოფა, რათა წარმატებული კამპანია ჩაატარო”.

Comments
Loading...