ჰარი და მეგანი მეორე შვილს ელოდებიან
სასექსის ჰერცოგი და ჰერცოგინია მეორე შვილს ელოდებიან. ამის შესახებ ინფორმაცია წყვილის წარმომადგენელმა დაადასტურა, წერს BBC.
ორსული მეგანის ფოტო წყვილის ფოტოგრაფმაც გაავრცელა:
“მეგ, მე ვიყავი შენს ქორწილში და ამ სიყვარულის ისტორიის დასაწყისის მომსწრე გავხდი. ჩემთვის პატივია მისი გაფურჩქვნის ყურება და გადაღება. ვულოცავ სასექსის ჰერცოგსა და ჰერცოგინიას ამ სასიხარულო ამბავს!”
Meg, I was there at your wedding to witness this love story begin, and my friend, I am honoured to capture it grow. Congratulations to The Duke and Duchess of Sussex on this joyous news!#remoteshoot #shotonipad #shotbymisan pic.twitter.com/3iSYjydVj9
— Misan Harriman (@misanharriman) February 14, 2021
ნოემბერში მეგანმა განაცხადა, რომ 2020 წლის ივლისში ორსულობა შეუწყდა.
“თითქმის შეუძლებელი იყო ამ გლოვის გაძლება. როცა ჩემი პირველი შვილი გავაჩინე, ვიცოდი, მეორეს დავკარგავდი”, — დაწერა მაშინ მეგანმა The New York Times-სთვის.
წყვილი ამჟამად ამერიკაში ცხოვრობს, მათ 2020 წლის დასაწყისში ტიტულებზე უარი განაცხადეს და სამეფო ოჯახის დაფინანსებისგან დამოუკიდებლად ცხოვრება გადაწყვიტეს. მათი პირველი შვილი არჩი მაისში 2 წლის ხდება.
წყარო: On.ge