ჰარი პოტერის ფანებს,1,35 აშშ დოლარად,ჰოგვორტსში ცხოვრების შანსი ეძლევათ

ინგლისში,იყიდება შენობა,რომელშიც ჰარი პოტერის სერიებია გადაღებული. ინორმაციას ავრცელებს Mansion Global.

სახლი 210 კვადრატული მეტრია და მდებარეობს ლონდონიდან 24 კილომეტრში,ქალაქ ბუშში.შიგნით 4 საძინებელი ოთახი და 2 საკონფერენციო დარბაზია.

ქონება შეფასებულია 1,1 მილიონ ფუნტ სტერლინგად (1,35 აშშ დოლარად).

გავრცელებული ინფორმაციით,Royal Connaught Park- ის საცხოვრებელი კომპლექსი მოიცავს იმ თაღოვან სასადილო ოთახსაც,რომელიც ჰოგვორტსის სახელითაა ცნობელი და ,სადაც ჰარი პოტერის პირველი სამი სერიაა გადაღებული.

1903 წელს აშენებული Royal Connaught Park კულტურული ობიექტების სიაში შედიოდა,თუმცა 2010 წელს საცხოვრებელ ,უძრავ ქონებად გადაკეთდა.

Comments
Loading...