ჰიპ-ჰოპ არტისტი შავი პრინცი გარდაიცვალა

ქართული ჰიპ ჰოპის  შემსრულებელი აკაკი ბაბუნაშვილი გარდაიცვალა, რომელიც შავი პრინცის სახელით იყო ცნობილი. ის 48 წლის იყო.

მომღერლის გარდაცვალების შესახებ Facebook-ზე ასევე რეპერმა ჯერონიმომ დაწერა. არსებული ინფორმაციით, რეპერი ბათუმში გარდაიცვალა. მიზეზი კი თირკმელთან დაკავშირებული პრობლემა გახდა.

შავმა პრინცმა მუსიკალური კარიერა 1990-იანი წლების დასაწყისში, ქუთაისში დაიწყო. 1995 წელს მან ჰიპ ჰოპ კოლექტივი “ძებნილი” შექმნა.

imedinews.ge

Comments
Loading...