ჰიტის I Love Rock ‘n’ Roll ავტორი კორონავირუსით გარდაიცვალა

ალან მერილი გარდაიცვალა 69 წლის ასაკში, კორონავირუსის შედეგად. ამის შესახებ ინფორმაცია მისმა ქალიშვილმა ლორამ გაავცრელა ფეისბუქზე.

“კორონავირუსმა წაიყვანა მამაჩემი ამ დილას. მე ორი წუთი მქონდა მასთან გამოსამშვიდობებლად. იგი ბოლომდე მშვიდად გამოიყურებოდა და ყველას გვქონდა იმედი,რომ მისი სახელი ახალ ამბებში არ გაჟღერდებოდა”-წერს ლორა.

“ფული არაფერს ნიშნავს. ადამიანები იღუპებიან. ფიქრობ,რომ ეს შენ თავს არ მოხდება და,რომ ეს შენს ძლიერ ოჯახს არ დაემართება,მაგრამ ეს ხდება. დარჩი სახლში, თუ არა შენთვის,მაშინ სხვებისათვის”-წერს ალანის ქალიშვილი.

Comments
Loading...