1 ივლისს, ხულოს მუნიციპალიტეტში მცხოვრებ 6 მოქალაქეს დაბადებიდან 100 წელი შეუსრულდათ

1 ივლისს, ხულოს მუნიციპალიტეტში მცხოვრებ 6 მოქალაქეს დაბადებიდან 100 წელი შეუსრულდათ.

ფატყუმე გელაძეს (გელაძეები), ფატი საგინაძეს (მანიაკეთი), შადიე ცეცხლაძეს (თაგო), ნინა შაინიძეს (ყინჩაური), აიშე დეკანაძესა (განახლება) და ამირან ბოლქვაძეს (შურმული) იუბილე აჭარის ა.რ. ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ზაალ მიქელაძემ, ხულოს მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ ბერიძემ, საკრებულოს თავმჯდომარე ჯუმბერ დიმიტრაძემ, მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლებმა მიულოცეს.

 ხელისუფლების წარმომადგენლებმა ექვსივე მოქალაქეს აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებული ფულადი საჩუქარი 1000 – 1000 ლარი გადასცეს.

ამჟამად, ხულოს მუნიციპალიტეტში 100 წელს გადაცილებული 14 მოქალაქე ცხოვრობს.

ინფორმაციას ხულოს მერია ავრცელებს.

Comments
Loading...