” 1 ივნისიდან სოცდაუცველი ბავშვების დახმარება 150 ლარი იქნება”

საქართველოს პრემიერ-მინისტრის,   ირაკლი ღარიბაშვილის თქმით სოცოალურად დაუცველი ბავშვებისთვის დახმარება იზრდება.

“ბავშვთა უფლებების დაცვა, მათზე ზრუნვა და მათი სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესება ჩვენი გუნდის მთავარი მოვალეობაა და ამ მიმართულებით მრავალი ნაბიჯი გადავდგით. ერთი წლის წინ, ჩემი გადაწყვეტილებით, სოციალურად დაუცველ ბავშვებს დახმარება გავუორმაგეთ, 50 ლარი იყო და 100 ლარი გახდა. დღეს მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ აღნიშნული დამხარება 150 ლარი გახდეს. 1 ივნისიდან, თითო ბავშვზე, აღნიშნული დახმარება 150 ლარს შეადგენს – განაცხადა პრემიერმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.

მისი თქმით, დახმარება შეეხება 215 000 ბავშვს.

Comments
Loading...