1 წლის წინ გაუჩინარებული მოზარდი უვნებელი იპოვეს

ერთწლიანი ძებნის შემდეგ, ის ოჰაიოს შტატში, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის ბინაში იპოვეს. როგორც გაირკვა, მოზარდი სახლიდან ფსიქოლოგიური ტრავმის გამო გაიქცა.

კერძოდ კი, 2017 წლის 15 აგვისტოს ჯეიკობის მამა ყოფილმა ცოლმა მოკლა, რასაც მოზარდი თავად შეესწრო. ჯეიკობი და მისი უმცროსი ძმა საცხოვრებლად ბებიასთან და ბაბუასთან გადავიდნენ, რამდენიმე დღეში კი, მოზარდი გაუჩინარდა. პოლიცია სახლიდან გაქცევის ვერსიის გარდა, ბავშვის გატაცების ვერსიასაც განიხილავდა.

მოზარდთან ახლა ფსიქოლოგები მუშაობენ.

imedinews.ge
Comments
Loading...