1 იანვრიდან რუსულ კომპანიებს არ ექნებათ უფლება აიყვანონ თურქი მოქალაქე სამუშაოზე

რუსეთის პრეზიდენტის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის ბრძანებით 1 იანვრიდან რუსულ კომპანიებს არ ექნებათ უფლება აიყვანონ თურქი მოქალაქე სამუშაოზე. ასევე თურქულ კომპანიებს შეეზღუდებათ გარკვეული სახის სამუშაოების შესრულება რუსეთის ტერიტორიაზე. უახლოეს დღეებში მთავრობა დაარეგულირებს თუ რა სახის შეზღუდვებზეა საუბარი.
ასევე სანქციები დაწესდება რუსეთის ტერიტორიაზე თურქული პროდუქტის შემოტანაზე (გარდა პირადი მოხმარების პროდუქტისა)
სანქციებში ასევე მკაცრადა გაწერილი ტურიზმის საკითხიც, რომელსაც ასევე მალე მიეცემა ფორმულირება და გახდება ცნობილი.

Leave A Reply

Your email address will not be published.