1 მარტიდან თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დღის რეისები აღარ განხორციელდება

1 მარტიდან, ოთხი თვის განმავლობაში, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დღის რეისები არ განხორციელდება. დღის რეისების შეჩერების მიზეზი აეროპორტის ასაფრენ-დასაფრენი ზოლის სარემონტო სამუშაოებია, რის გამოც დღის რეისები ღამით შესრულდება. თუმცა, ამ ეტაპზე აეროპორტში არ აკონკრეტებენ ახალ განრიგს.

ამასთან ერთად, უცნობია, რა გადაწყვეტილებას მიიღებენ აღნიშნულ პერიოდში ავიაკომპანიები, რომლებიც თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან ფრენებს ახორციელებენ. აეროპორტის ადმინისტრაციის განცხადებით, ავიაკომპანიებმა თავად უნდა გადაწყვიტონ გადაიტანენ ღამის რეისზე ფრენებს თუ გააუქმებენ.

თბილისის საერთაშორისო აეროპორტი მუშაობას ჩვეულ რეჟიმში ივლისიდან განაახლებს.

წყარო: http://www.bpn.ge/

Comments
Loading...