1 ქართველი და 10 უკრაინელი ევროპაში 13 ტონა ნარკოტიკით დააკავეს…

ევროპოლმა, ესპანური პოლიციის მეშვეობით, იტალიური, ბერძნული და თურქული პოლიციის ჩართვით, ხმელთაშუა ზღვაზე დააკავა გემი, რომელსაც 13 ტონამდე ნარკოტიკული ნივთიერება გადაჰქონდა…

ევროპოლის განცხადებით, ოპერაცია 2 დეკემბერს, ხმელთაშუა ზღვაზე, იტალიურ კუნძულ პანტელერიასგან 10 მილის მოშორებით ჩატარდა… დაკავებულიქნა გემი ,,მუნზური,, (Munzur), რომელსაც 500-მდე ტომარაში დაფასოებული 13 ტონამდე ნარკოტიკული ნივთიერება ჰაშიში გადაჰქონდა. დაკავებული გემი ბადრაგის თანხლებით, იტალიურ კუნძულ სიცილიაზე გადაიყვანეს. დაკავებულია ეკიპაჟის თერთმეტივე წევრი, რომელთაგან 1 საქართველოს მოქალაქეა და 10 უკრაინის.

Leave A Reply

Your email address will not be published.