1 წლის ბარბარე გარდაიცვალა

1 წლის ბარბარე მოლაშვილი, რომლის გადასარჩენად ცოტა ხნის წინ ლამის მთელი საქართველო გაერთიანდა, თურქეთის საავადმყოფოში გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას, ფეისბუქზე დედების კლუბი ავრცელებს.

გოგონასთვის ღვიძლის ტრანსპლანტაციის ოპერაციას 126 000 $ სჭირდებოდა. ბარბარე იაშვილის კლინიკაში იწვა, კომატოზურ მდგომარეობაში და მისი მდგომარეობა ყოველ წამს მძიმდებოდა. ქველმოქმედებით შეგროვილ და ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გადარიცხულ თანხას ოჯახმა თავი მოუყარა და რამდენიმე დღის წინ ბარბარე თურქეთში გადააფრინეს. ოპერაციის წარმატებით დასრულების მიუხედავად, დაგვიანებულმა ტრანსპლანტაციამ გოგონას ვეღარ უშველა…
“პატარა ბარბარე, რომელიც ცოტა ხნის წინ იზმირში გადააფრინეს და

ღვიძლის ტრანსპლანტაციის ოპერაცია ჩაუტარდა, სამწუხაროდ გარდაიცვალა. ორგანიზმმა მიიღო ღვიძლი და დაიწყო ნელ-ნელა ფუნქციონირება, გამოაცოცხლა ყველა მიძინებული ორგანო, თუმცა იმის გამო, რომ ოპერაცია უკვე დაგვიანებული აღმოჩნდა, დაეწყო ტვინის შეშუპება, რაც ტვინის სიკვდილით დასრულდა.

ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ ჩვენი პაწაწუნა ბარბარეს გარდაცვალების გამო, ღმერთმა დაუმკვიდროს ცათა სასუფეველი” – ვკითხულობთ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გოგონას გარდაცვალების შესახებ ინფორმაციას ადასტურებს “ფონდი სიკეთის კვალი”, რომელიც აქტიურ მონაწილეობას იღებდა დაავადებული პატარასთვის ოპერაციის თანხების შეგროვებაში:

“არ ვიცით რა დავწეროთ ან როგორ უნდა ვუთხრათ ადამიანებს და დავუდასტუროთ ეს საშინელი ინფორმაცია. ჩვენო პატარა ანგელოზო, მთელი საქართველო გვირეკავს და ტირის შენი ამბავი რომ გაიგეს, ჩვენო ლამაზო ანგელოზო… დავაგვიანეთ, ვერ გიშველეთ დროულად… ნათელში იყოს შენი ლამაზი სპეტაკი სული ჩვენო ბარბარე!” – ვკითხულობთ “ფონდი სიკეთის კვალის” ფეისბუქის გვერდზე.

წყარო : ambebi.ge

Leave A Reply

Your email address will not be published.