10 გარდაცვლილი და 73 დაშავებული – თურქეთში სამგზავრო მატარებელი ლიანდაგებიდან გადავიდა

თურქეთის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში მომხდარ სარკინიგზო ავარიას 10 ადამიანი ემსხვერპლა, 73 კი დაშავდა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია იუწყება.

არსებული ინფორმაციით,  სამგზავრო მატარებელი,  რომელსაც 360 ადამიანი გადაჰყავდა, ლიანდაგებიდან  გადავიდა.

შემთხვევა ტეკირდაღის პროვინციაში, ჩორლუს რაიონში მოხდა.

როგორც ადგილობრივი მედია წერს,   სამგაზვრო მატარებელი კაპიკულედან სტამბოლის მიმართულებით მიემგზავრებოდა.

რა გახდა სარკინიგზო ავარიის მიზეზი უცნობია.

Comments
Loading...