10 გაუცნობიერებელი ქმედება, რომელსაც გულნატკენი ქალი სჩადის

სასიყვარულო ურთიერთობაში იმედგაცრუება, საყვარელი ადამიანისგან მიღებული ტკივილი, რთულად გადასატანია. გარკვეული დროით მთლიანად იცვლება ჩვენი მსოფლხედველობა, სხვადასხვა საკითხებისადმი დამოკიდებულება, მომავლის იმედი, გეგმები და უმეტესი ჩვენგანი ცდილობს სამყაროსგან იზოლირებული იყოს.

ვნახოთ, რას აკეთებს ქალი და თან აბსოლუტურად გაუცნობიერებლად, თუ მას საყვარელი ადამიანი გულს ატკენს.

1. მას ყველასა და ყველაფერში ეჭვი ეპარება – სამყარო ვარდისფერი აღარაა, აღარც ცისარტყელას ფერები ჩანს, გარშემო ფერადი აღარაფერია. ერთადერთი, რასაც ხედავს იმედგაცრუებაა, ხოლო რასაც გრძნობს, საშინელი ტკივილი.

2. იმედგაცრუებული და გულნატკენი ქალი კარგს ვერაფერს ამბობს – მას ყველაფრის იმედი დაკარგული აქვს, ყველაფერს პესიმისტურად უყურებს. მისი ყოველი სიტყვა მწარეა და სარკასტული. ტკივილთან ადაპტირებას ხასიათის ამ შტრიხის გამოვლენით ახერხებს. მისი სამეტყველო ენა ნეგატივითაა სავსე.

3. ის მუდამ სევდიანია და თვლის, რომ მხიარულების უფლება არ აქვს -სამწუხაროდ, იმედგაცრუების შემდეგ ვერ ხედავს პოზიტიურ განწყობაზე ყოფნის მიზეზს, ბედნიერების მიზეზს და მუდამ სევდიანია. ის ფიქრობს, რომ სხვაგვარად ცხოვრება შეუძლებელია და რომ მისი ცხოვრება ყოველთვის ასეთი უნდა იყოს.

4. ქალი, რომელსაც გული ატკინეს, უარს ამბობს სამომავლოდ რომანტიკულ ურთიერთობებზე – აქვს მოლოდინი, რომ ისევ იმედგაცრუებული და გულნატკენი დარჩება, ამიტომ ამჯობინებს, საერთოდ არ ჰქონდეს არანაირი რომანტიკული ურთიერთობა.

5. ის საკუთარ საიდუმლოს არავის ანდობს, საკუთარ ცხოვრებაზე არავის უყვება – ცდილობს, უფრო მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდოს საკუთარ ცხოვრებას და პირადი ამბების შესახებ არავის უყვება. გარდა ამისა, ეშინია, რომ თუ ვინმეს თავის საიდუმლოს გაუმხელს, ის არ გამოიყენონ და ისევ გული არ ატკინონ.

6. მას არ სურს ადამიანებთან ურთიერთობა – უბრალოდ უნდა იყოს საკუთარ თავთან მარტო, სიბნელესა და სიჩუმეში, უნდა რომ მოსწყდეს გარესამყაროს და არავის ხმა არ გაიგოს.

7. ქალს, რომელსაც გული ატკინეს, აღარ სჯერა სიყვარულის – მის ცნობიერებაში ყველაფერი იცვლება და თვლის, რომ სიყვარული უბრალოდ არ არსებობს. მას აღარ სჯერა, რომ ადამიანები შეიძლება სიკვდილამდე ერთად ცხოვრობდნენ.

8. მას აღარ სურს, რომ ვინმეს გაეპრანჭოს, ვინმესთან ფლირტი გააბას – ცდილობს, სერიოზული ურთიერთობა არავისთან ჰქონდეს. არანაირი გრძელვადიანი ურთიერთობა, არანაირი გრძნობები.

9. ქალს, რომელსაც გული ატკინეს, არ სჯერა რომ ამის შემდეგ შესაძლებელია კიდევ ბედნიერი იყოს – როგორც წესი, თვლის, რომ სასიყვარულო ისტორიები, სადაც ადამიანები ბედნიერები არიან, მხოლოდ წიგნებსა და ფილმებშია, რეალურ ცხოვრებაში კი, სიყვარული და ბედნიერება არ არსებობს. მას აღარ სჯერა ზღაპრების.

10. ის გულგატეხილია, მაგრამ გულის სიღრმეში, ისე, რომ თავადაც არ აღიარებს ამას, ჰგონია, რომ ყველაფერი კარგად იქნება – მიუხედავად იმისა, რომ მისი გული ქვადაა ქცეული, რომ აღარ აქვს ენერგია და ძალა დაიჯეროს სიყვარულის, მაინც, ქვეცნობიერად სჯერა, რომ სამყაროში არსებობს ადამიანი, ვინც მისი ცხოვრების ნამდვილი თანამგზავრი იქნება.

სულისტკენისა და იმედგაცრუების მიუხედავად, ის ადამიანია და გიჟდება ყურადღებაზე და სურს, რომ უპირობოდ უყვარდეთ. მას უბრალოდ დრო სჭირდება ჭრილობების მოსაშუშებლად.

 

წყარო: Trend.ge

Leave A Reply

Your email address will not be published.