“10 კაცი ვართ ოფისში! გელოდებით დორბლიანის მონებს!”- დიტო სამხარაძე აქციის მონაწილეებს,

“ქართული ოცნების” დეპუტატი,  დიტო სამხარაძე სოციალური ქსელით მიმართავს აქციის მონაწილეებს, რომლებმაც “ქართული ოცნების” ცენტრალური ოფისის მიმართულებით დაიწყეს სვლა.

 

პარლამენტის შენობის ტერიტორიიდან მმართველი პარტიის სათაო ოფისთან მათ დაახლოებით 1 საათის წინ გადაინაცვლეს. ადგილზე კი შსს-მ პოლიციის კორდონი დააყენა.

სახალხო მოძრაობა “შინ ევროპისკენ” პროტესტის მონაწილეთა ნაწილი ღამეს რუსთაველის გამზირზე გაათევს, ხვალ დილით ისინი მთავრობის ადმინისტრაციასთან გადაინაცვლებენ, ხოლო გეგმის დანარჩენი ნაწილი ეტაპობრივად, ამაღამ გახდება ცნობილი.

ღარიბაშვილისთვის მიცემული ვადა, რომ დატოვოს თანამდებობა, ზუსტად ღამის 00:00 საათზე იწურება.

Comments
Loading...