10 პოპულარული ადამიანი, რომლის პიროვნების რომანტიზება, ხალხის აზრით, საჭირო არ არის

სოციალური ქსელის Reddit-ის მომხმარებელმა, თავის გამომწერებს სთხოვა გაეხსენებინათ ცნობილი პიროვნებები, რომლებიც ხალხის დიდ სიყვარულსა და პატივისცემას იმსახურებს, მაგრამ რეალურად არც თუ ისე კარგი ადამიანები იყვნენ. რა თქმა უნდა, პასუხებმაც არ დააყოვნეს. კითხვის ავტორმა 40 000-მდე გამოხმაურება მიიღო. აღმოჩნდა, რომ ბევრი ჩვენი საყვარელი ცნობილი ადამიანი, რეალურ ცხოვრებში დიდ საიდუმლოს მალავდა.

არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ვარსკვლავებიც ჩვენნაირი ადამიანები არიან და შეცდომებს ყველა უშვებს. ამ სტატიის მიზანი არ არის მათი განსჯა, უბრალოდ მათ შესახებ ისტორიებს გიზიარებთ.

უამრავი პასუხიდან 10 ადამიანი ამოვარჩიეთ, რომელიც რეალურ ცხოვრებაში ისეთი წმინდანიც არ იყო, როგორც მას საზოგადოების დიდი ნაწილი მიიჩნევს.

1. სტივ ჯობსი
სტივ ჯობსი ლორენ პაუელთან და მათ სამ შვილთან ერთად
სტივ ჯობსი ლორენ პაუელთან და მათ სამ შვილთან ერთად

ფოტო: Unknow

“სტივ ჯობსი ოჯახს ძალიან ცუდად ექცეოდა. მისის შვილები მას ვერ იტანენ. ის ხშირად ადამიანებს იყენებდა და მათ მიღწევებს ისე ასაღებდა თითქოს საკუთარი ყოფილიყო”.

2. პოლ უოკერი

ფოტო: Gifer

“მიჭირს მასზე ცუდის თქმა, რადგან ძალიან კარგი ადამიანი ჩანს, მაგრამ პოლ უოკერი ორჯერ ხვდებოდა არასრულწლოვან გოგონებს. ერთხელ როცა თავად 28 წლის იყო და მეორედ 33 წლის ასაკში. გოგონები 16 წლისანი იყვნენ. კალიფორნიაში კი 18 წლამდე ადამიანი არ ითვლება სრულწლოვანად”.

3. დედა ტერეზა

ფოტო: Terry Fincher/Hulton Archive/Getty Images

“დედა ტერეზა ავადმყოფებს შეურაცხყოფას აყენებდა. ტკივილგამაყუჩებლებს არ აძლევდა და საჭირო მკურნალობას არ უწევდა. რატომღაც ყველა წმინდანად მიიჩნევს, როცა მის გამო ბევრი ადამიანი დაიტანჯა”.

4. კოკო შანელი

ფოტო: Evening Standard / Getty Images

“უამრავი დოკუმენტი ამტკიცებს იმას, რომ კოკო შანელი ნაცისტური იდეოლოგიის მხარდამჭერი იყო. ზოგიერთი სამხილის თანახმად, ის მხოლოდ მხარდამჭერი კი არა, მათი აგენტიც კი შეიძლება ყოფილიყო”.

5. პაბლო პიკასო

ფოტო: Ralph Gatti / AFP Getty Images

“პიკასო მის გარშემომყოფ ადამიანებს ცხოვრებას უმწარებდა. მისი “მუზები” ყოველთვის ახალგაზრდა გოგოები იყვნენ, რომლებსაც ის ამცირებდა”.

6. შონ კონერი

ფოტო: Andrew H. Walker / Getty Images

“შონ კონერი თვლიდა, რომ ქალები ხანდახან უნდა ცემო, რათა მათ ჭკუა ასწავლო”.

7. ქრისტეფორე კოლუმბი

ფოტო: Hulton Archive / Getty Images

“ქრისტეფორე კოლუმბი საშინელი ადამიანი იყო, არადა სკოლაში მასწავლიდნენ რომ გმირია. სინამდვილეში, ის ამერიკაში ადგილობრივ მოსახლეობას ამონებდა და სასტიკად აწამებდა კიდეც”.

8. სალვადორ დალი

“სალვადორ დალი ფაშისტი იყო, რომელიც ქალებს სცემდა”.

9. ჩარლი ჩაპლინი

ფოტო: Archive Photos / Getty Images

“ჩარლი ჩაპლინი თავისი დროის ჰარვი ვაინშტაინი იყო. მან ორჯერ იქორწინა 16 წლის მსახიობებთან, რადგან მათი ორსულობა დაემალა და საკუთარი რეპუტაცია გადაერჩინა. მთელი თავისი კარიერის განმავლობაში, არასრულწლოვან გოგოებთან ჰქონდა ურთიერთობა”.

10. ჰიუ ჰეფნერი

ფოტო: Getty Images

“როდესაც გავიგე, რომ სუტენიორი და პორნოგრაფი ჰიუ ჰეფნერი გარდაიცვალა, ვინატრე, რომ ჯოჯოხეთის არსებობა დამეჯერებინა. ის სექსუალურად მტაცებელი იყო. ახალგაზრდა ქალები, რომლებიც მასთან მუშაობდნენ, მოგვიანებით იხსენებდნენ, რომ მასთან სექსი სძულდათ, თუმცა ეს დაუწერელ წესებში შედიოდა, ჟურნალმა Time 1963 წელს ჰეფნერი “თანამედროვე, სანდომიან, პატიოსან და პატივსაცემ” პირად დაახასიათა. ის მუდმივად იყო წარმოჩენილი როგორც კულტურის ატაშე, და არა როგორც ქალების მოძულე იაფფასიანი ტომარა.”

წყარო: On.ge

Comments
Loading...