10 ყველაზე მასშტაბური ტერაქტი ევროპაში

ლონდონი, პარიზი, ბერლინი და ახლა უკვე მანჩესტერი. ევროპული ქალაქები სულ უფრო ხშირად ხდებიან ისლამისტი რადიკალების სამიზნე.

 

ბოლო წლებში ყველაზე რეზონანსული ტერაქტები ევროპაში – ნახეთ გერმანული გამოცემა “დოიჩე ველეს” რედაქციის მიერ მომზადებულ ფოტოგალერეაში.
აფეთქება მანჩესტერში, 22 მაისი, 2017 წელი.
ორშაბათს, გვიან ღამით, “მანჩესტერ არენაზე”, ამერიკელი მომღერლის არიანა ბრანდეს კონცერტზე ძლიერი აფეთქების ხმა გაისმა. პოლიციამ მომხდარს ტერაქტის კვალიფიკაცია მიანიჭა, რომელზეც პასუხისმგებლობა “ისლამურმა სახელმწიფომ” აიღო. ბოლო მონაცემებით, დაღუპულია 22 ადამიანი, მათ შორის ბავშვები და მოზარდები. სხვადასხვა სიმძიმის დაზიანება 60-მდე ადამიანმა მიიღო.

აფეთქება პეტერბურგის მეტროში. 3 აპრილი, 2017 წელი.
მეტროსადგურებს “თივის მოედანსა” და “ტექნიკურ უნივერსიტეტებს” შორის აფეთქების ხმა გაისმა. დაიღუპა, დაახლოებით, 10 ადამიანი, 50 კი დაშავდა. რუსეთის გენპროკურატურამ მომხდარს ტერაქტის კვალიფიკაცია მიანიჭა. ეს იყო მიწისქვეშა აფეთქების პირველი შემთხვევა სანკტ-პეტერბურგის ისტორიაში.
ტერაქტი ლონდონის ცენტრში, 22 მარტი, 2017 წელი.
22 მარტს ლონდონში ორმაგი ტერაქტი მოხდა. თავდაპირველად “ვესტმინსტერის” ხიდზე, თემზის გავლით ავტომობილი ხალხის მასაში შევარდა. მოგვიანებით კი, მოძრაობა განაგრძო და დიდი ბრიტანეთის პარლამენტის ღობეს დაეჯახა. დამნაშავე ავტომობილიდან გადმოვიდა და პარლამენტში შესვლა სცადა, რის შემდეგაც პოლიციამ მას ცეცხლი განაგრძო. ტერაქტმა ოთხი ადამიანი იმსხვერპლა.
ტრაგედია ბერლინში. 19 დეკემბერი, 2016 წელი.
2016 წლის ბოლოს, ტუნისელი ანის ამრი სატვირთო ავტომობილით საშობაო ბაზრის ტერიტორიაზე შევარდა. შედეგად 12 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 50 დაშავდა. ამრიზე პოლიციამ საერთაშორისო ძებნა გამოაცხადა. 23 დეკემბერს დამნაშავე მილანში პოლიციელებთან ცეცხლის გახსნის შედეგად გარდაიცვალა.

სატვირთო ავტომობილი ნიცაში ხალხის მასაში შევარდა. 14 ივლისი, 2016 წელი.
19-ტონიანი სატვირთო ავტომობილი ინგლისის სანაპიროზე ბრბოში შევარდა. შემთხვევა 23 საათზე მოხდა, იმ დროს, როდესაც სანაპიროზე ასობით ადამიანი ბასტილიის აღების აღსანიშნავად ფოიერვერკის სანახაობას ელოდებოდა. ტერაქტს 84 ადამიანი ემსხვერპლა. პოლიციის მონაცემებით, დამნაშავე 31 წლის ტუნისელი კაცი იყო, რომელიც 2005 წელს საფრანგეთში გადავიდა საცხოვრებლად.

აფეთქება ბრიუსელის აეროპორტში, 22 მარტი, 2016 წელი.
ბრიუსელში ქალაქის აეროპორტში 2 აფეთქება მოხდა. მოგვიანებით კი აფეთქების ხმა მეტროსადგურშიც გაისმა. თავდასხმის შედეგად დაიღუპა 34 ადამიანი, დაახლოებით 300 კი დაშავდა. თავდასხმებზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა ორგანიზაცია ისლამურმა სახელმწიფომ აიღო.

ტერაქტების სერია პარიზში, 13 ნოემბერი, 2015 წელი.
პარიზის ტერაქტების სერიას 130 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 300 მდე დაშავდა. ისლამისტმა რადიკალებმა თითქმის ერთდროულად მოახდინეს ამდენიმე კაფესა და რესტორანზე თავდასხმა. ასევე,აფეთქება მოხდა საკონცერტო დარბაზსა და სტადიონზე. ტერაქტზე პასუხისმგებლობა “ისლამურმა სახელმწიფომ” აიღო.

მკვლელობა ჟურნალ Charlie Hebdo-ს რედაქციაში. 7 იანვარი, 2015 წელი.
ორი ისლამისტი რადიკალი სატირული ყოველდღიური ჟურნალის რედაქციაში შეიჭრა და 12 ადამიანი მოკლა. 2 დღის შემდეგ ჯიჰადისტებმა ერთ-ერთ მაღაზიაში ორი ადამიანი ტყვედ აიყვანეს, რის შედეგადაც 4 ადამიანი გარდაიცვალა. პოლიციამ ტერორისტები მოკლა.

ტერაქტების სერია ლონდონში. 7 ივლისი, 2015 წელი.
ოთხმა ტერორისტმა თითქმის ერთდროულად აამოქმედა ჩანთაში დამალული ბომბი. შემთხვევას 52 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო ასობით დაშავდა. აფეთქების ხმა მეტროს რადმენიმე სადგურში და სამარშრუტო ავტობუსში გაისმა. ტერაქტზე გამოძიება ამ დრომდე მიმდინარეობს: სამი ბრალდებული გაამართლეს.

ტერაქტი მადრიდის მატარებლებში. 11 მარტი, 2004 წელი.
მადრიდში, ოთხ მატარებელში 10 ბომბი აფეთქდა. შედეგად 191 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 1800-ზე მეტი დაშავდა. 28-დან 21 ბრალდებული “ალ-ქაიდას” დაჯგუფების წევრი იყო. სამი მათგანი გაასამართლეს და ხანგრძლივი დროით პატიმრობა მიუსაჯეს.

 წყარო: http://pia.ge
Comments
Loading...