10 ყველაზე ცნობილი შეცდომა, რომელიც დაუშვეს თავიანთ სფეროში ავტორიეტეტებად აღიარებულმა ადამიანებმა

თუ თქვენ მოგივიდათ რაიმე იდეა, მაგრამ აღმოაჩინეთ, რომ თქვენთვის ავტორიტეტული ადამიანები და შესაბამისი სფეროს ექსპერტები მას არარეალურად ან სულაც უაზრობად თვლიან, ნუ დაყრით ფარ-ხმალს.  

ექპერტების ცოდნა ემყარება გამოცდილებას. ანუ ისინი პროფესიონალები გახდნენ იმიტომ რომ კარგად შეისწავლეს კონკრეტულ თემაზე კაცობრიობის ისტორიაში არსებული ყველა გამოცდილება. მათ იციან ყველაფერი ან თითქმის ყველაფერი იმაზე რაც უკვე მომხდარა, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ისინი ყოველთვის შეძლებენ სიახლის სათანადოდ შეფასებას.

საქმე იმაშია, რომ მათი, და საერთოდ, ადამიანთა აბსოლუტური უმრავლესობის ცოდნა როგორც წესი, ზის მოცემულ ეტაპზე და ეპოქაში კაცობრიობის განვითარების დონის ჩარჩოებში და ვერ გებულობს და შესაბამისად ვერ ხსნის იმას რაც ამ ჩარჩოებს მიღმა იმყოფება.

სწორედ ამიტომ დაწვეს კოცონზე ჯორდანო ბრუნო, სწორედ ამიტომ გამოამწყვდიეს საგიჟეთში გულიელმო მარკონი, ამიტომ უწოდეს ბელის გამოგონებას უსარგებლო სათამაშო, დაუფრთიანებელი სულელ ბავშვებად მონათლეს გუგლის დამფუძნებლები,  სასაცილოდ არ ყოფნიდათ სტივ ჯობსის და ბილ გეიტსის იდეები, მაგრამ ერთი წუთით წარმოიდგინეთ სამყარო ამ გენიალური ადამიანების და მათი, იმ დროის საზოგადოებისთვის არალოგიკური აზროვნების და უაზრო იდეების გარეშე.

სამყარო  და ცივილიზაცია ვითარდება სწორედ ასეთი არალოგიკური, გიჟური აზროვნების ადამიანების წყალობით.

ამიტომ, მოდით, ნუ ვეცდებით ყველაფრის ადამიანური ლოგიკით ახსნას…

ამ სამყაროში არსებობენ ბევრად უფრო მძლავრი, ბევრად უფრო დიადი და ბევრად უფრო გონიერი ძალები ვიდრე ადამიანური ლოგიკაა და რაც უფრო მეტად შევძლებთ ამის გათვითცნობიერებას, მით უფრო მალე შევძლებთ თავადაც ყოველდღიური ერთფეროვნების ჩარჩოების გარღვევას და მით უფრო მეტია ალბათობა, რომ ერთ დღეს, თავად თქვენც გეწვიოთ ლოგიკისთვის შეუფერებელი გიჟური იდეა, რომელიც სრულიად შეცვლის თქვენს ცხოვრებას და შეიძლება მთელ სამყაროსაც.

ახლა კი გთავაზობთ, სხვადახვა ეპოქაში, თავიანთ სფეროში ავტორიეტეტებად აღიარებული ადამიანების ყველაზე ცნობილი 10 შეცდომის ჩამონათვალს:

1. ვფიქრობ, რომ მსოფლიო ბაზარზე ჩვენ შევძლებთ ვიპოვოთ მოთხოვნა მაქსიმუმ 5 კომპიუტერზე. (თომას ვატსონი – კომპანია IBM –ის დირექტორი, 1943 .) 

2. არ არსებობს არანაირი მიზეზი იმისა, რომ ვინმეს გაუჩნდეს სურვილი სახლში ჰქონდეს საკუთარი კომპიუტერი. (კენ ოლსონი – კომპანია «Digital Equipment Corp.» — «DEC» –ს დამფუძნებელი და დირექტორი, 1977 г.) 

3. ისეთ მოწყობილობას, როგორიც ტელეფონია, გააჩნია უამრავი ხარვეზი იმისთვის, რომ განვიხილოთ ის როგორც კავშირის საშუალება. ამიტომ ვფიქრობ, რომ ამ გამოგონებას არა აქვს არანაირი ღირებულება და შესაბამისად მომავალი.(უილიამ ორტონი – Western Union –ის პრეზიდენტი, 1876 წ.)

4. ამ უსადენო მუსიკალურ ყუთს არ შეიძლება ჰქონდეს რაიმე კომერციული ღირებულება. ვინ გადაიხდის ფულს ისეთი გზავნილისთვის, რომელიც არ არის განკუთვნილი კონკრეტული პიროვნებისთვის?! (ასოციაცია «David Sarnoff» –ის პარტნიორების პასუხი რადიოს შექმნის პროექტის დაფინანსებაზე, 1920 .) 

5. 100 მილიონი დოლარი ძალიან დიდი ფასია Microsoft – ისთვის (IBM, 1982 .) 

6. კონცეფცია საინტერესოა და კარგადაც არის გაფორმებული, მაგრამ მოკლებულია საღ აზრს. (იელის უნივერსიტეტის პროფესურის დასკვნა ფრედ სმიტის მიერ შეთავაზებულ „სახლში მიწოდების სერვისის“ დაარსების იდეაზე. (ფრედ სმიტიFederal Express Corp – ის დამფუძნებელი)

7. ვის რაში აინტერესებს მსახიობების საუბარი?! (გარი უორენის (Warner Brothers) რეაქცია კინემატოგრაფიაში ხმის გამოყენების იდეაზე. 1927 .) 

8. მათ არა აქვთ ხმა და საერთოდ – გიტარა ხომ უკვე გუშინდელი დღეა. (ხმის ჩამწერი სტუდიის Decca Recording Co.–ს პასუხი «The Beatles» –ის ალბომის ჩაწერის წინადადებაზე 1962 .) 

9. ჰაერზე უფრო მძიმე წონის მფრინავი მანქანის შექმნა შეუძლებელია. (ლორდ კელვინი სამეფო საზოგადოება Royal Society“ –ს პრეზიდენტი, 1895 .) 

10. მიწის თხრა ნავთობის მოპოვების მიზნით? თქვენ ამბობთ, რომ უნდა გაიბურღოს მიწა, რომ ვიპოვოთ ნავთობი? თქვენ რა გაგიჟდით?! (რეაქცია ედვინ დრეიკის პროექტზე 1859 წ.)

P.S. გვაუზიარეთ ეს პოსტი მეგობრებს. ვინ იცის რომელიმე მათგანს ახლა როგორ სჭირდება მოტივაცია და მხარდაჭერა მსგავსი სახის ინფორმაციით.

შევხვდებით მწვერვალზე!

სიყვარულით და მადლიერებით, ხვიჩა მებონია

წყარო: http://mebonia.com/saavtoro-statiebi/10-shecdoma

Comments
Loading...