10 სექტორი, რომელიც ყველაზე მეტს ხარჯავს ინტერნეტ რეკლამაში

მსოფლიოს უმსხვილესი ბრენდები წლიდან წლამდე სულ უფრო მეტს ხარჯავენ ინტერნეტ რეკლამაზე.
შედეგად, აშშ-ში პირველად რეკლამის ისტორიაში გასულ წელს ინტერნეტ რეკლამის შემოსავლებმა სატელვიზიო რეკლამის შემოსავლებს გადაუსწრო.

IAB-ის მონაცემებით, 2016 წელს ინტერნეტ რეკლამის შემოსავლები 22%-თ 72,5 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა, სატელევიზიო რეკლამის შემოსავლებმა კი 69 მილიარდი დოლარი შეადგინა.
IAB-ის ანგარიშის თანხმად, ინტერნეტ რეკლამაში ბიუჯეტს არ იშურებენ მსხვილი სექტორები.

გთავაზობთ 10 მსხვილ სექტორს, რომელიც ყველაზე მეტს ხარჯავს ინტერნეტ რეკლამაში.

უძრავი ქონების ბაზარი – 21%
ფინანსური სერვისი – 13%
ავტობაზარი – 12%
ტელეკომი – 9%
დასვენება და ტურიზმი – 9%
საყოფაცხოვრებო პროდუქტები – 6%
კომპიუტერული და საყოფაცხოვრებო ტექნიკა – 7%
ჯანდაცვა – 5%
მედია – 5%
გართობა – 4%

წყარო: bpn.ge

Comments
Loading...