10 თვეში მთავრობამ სარეზერვო ფონდიდან დაგეგმილზე 2,6-ჯერ მეტი დახარჯა

2016 წლის იანვარ-ოქტომბერში მთავრობის სარეზერვო ფონდიდან დაგეგმილზე თითქმის 260%-ით მეტი თანხა დაიხარჯა. ბიუჯეტის კანონით, წელს მთავრობას მთლიანად 50 მილიონი ლარი უნდა აეთვისებინა, თუმცა 10 თვეში ფონდიდან 145,8 მილიონი ლარის სამუშაოები განხორციელდა და მათგან 128,5 მილიონი ლარი უკვე გადაირიცხა. ეს კი ნიშნავს, რომ მთავრობის სარეზერვო ფონდმა წლის დასაწყისში განსაზღვრულ გეგმაზე 79 მლნ ლარით მეტი უკვე აითვისა. შედარებით მოკრძალებულად ხარჯავს ფულს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდი, 5 მლნ ლარიდან 10 თვეში მარგველაშვილმა 3,812,498 ლარი დახარჯა, გამოყოფილი კი იყო 4,266,921 ლარი.

პრეზიდენტისა და მთავრობის სარეზერვო ფონდებიდან გახარჯული თანხა და მისი მიზნობრიობა დღემდე ბევრ კითხვის ნიშანს აჩენს. პრობლემას წარმოადგენს ფონდების ბიუჯეტიც, რომელიც წლის ბოლოს საბიუჯეტო კანონში გაწერილი თანხას ხშირად 2-3-ჯერ აღემატება. რაც იმის შედეგია, რომ მხარჯავი დაწესებულებები საკუთარ ბიუჯეტს სწორად ვერ გეგმავენ.

როგორც ცნობილია, პრეზიდენტისა და მთავრობის სარეზერვო ფონდებიდან თანხა გამოიყოფა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ისეთი საგანგებო შემთხვევებისთვის, როგორიცაა ბუნებრივი და სხვა სახის კატასტროფები, გაუთვალისწინებელი სახელმწიფო ვალდებულებები.
ერთი შეხედვით, ფონდების დანიშნულება ნათელია, თუმცა სარეზერვო ფონდებთან დაკავშირებით არსებულ პრობლემებს შორის მთავარი სწორედ მათი დანიშნულების კekonomia7-570x300ანონით მოცემული დეფინიციაა. “სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საგანგებო შემთხვევისა” და “გაუთვალისწინებელი სახელმწიფო ხარჯის” ცნებები იმდენად ზოგადია, რომ იქ ყველა სფერო და კატეგორია შეიძლება მოექცეს. მაგალითად, წინა ხელისუფლების დროს პრეზიდენტისა და მთავრობის სარეზერვო ფონდებიდან ფინანსდებოდა უცხოელი მომღერლების კონცერტები, ქანდაკებების დამზადება, ასევე ბულვარების მშენებლობა და სპექტაკლების დადგმა. მაშინ მთავრობაში ამბობდნენ, რომ ასეთი ღონისძიებების დაფინანსება ქვეყნის იმიჯისთვის ხდებოდა.

სარეზერვო ფონდიდან უცხოელი მომღერლების კონცერტების დაფინანსების ტრადიციას არც ამჟამინდელი ხელისუფლება ღალატობს. “ოცნების” მთავრობაც ამის მიზეზად ახლაც “საქართველოს ცნობადობის” ამაღლებას ასახელებს.

თუმცა პრობლემას არა მარტო ფონდებიდან დაფინანსებული პროექტები, არამედ ზოგადად ხარჯვითი ნაწილი და მისი დაგეგმვა წარმოადგენს. როგორც წინა, ასევე მოქმედი ხელისუფლების მმართველობის პერიოდში სარეზერვო ფონდების ხარჯვითი ნაწილი ყოველთვის ბიუჯეტის კანონში გათვალისწინებულ თანხას აჭარბებდა და თანაც, მუდმივად მზარდი იყო. თუ წინა ხელისუფლების დროს ფული, ძირითადად, პრეზიდენტის ფონდიდან იხარჯებოდა, ახლა ეს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან ხდება.

მთავრობის სარეზერვო ფონდის ხარჯვით ნაწილზე აქვს გამახვილებული ყურადღება სახელმწიფო აუდიტსაც. ანგარიშში ვკითხულობთ, რომ 2016 წლის აგვისტოს ბოლოს სარეზერვო ფონდის ოდენობამ 208%-ით (104 მლნ ლარით) გადააჭარბა ბიუჯეტის კანონით განსაზღვრულ ნორმას. „აღნიშნული განსაკუთრებით საყურადღებოა, თუ გავითვალისწინებთ იმ გარემოებას, რომ სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილი საბიუჯეტი სახსრების ათვისებაზე არ ვრცელდება საბიუჯეტო კოდექსით დაწესებული პროგრამებს/ქვეპროგრამებს შორის ასიგნებების გადანაწილებასთან დაკავშირეz17861979qekonomiaბული ლიმიტები და შესყიდვების შესახებ კანონით დადგენილი მოთხოვნები”, – აღნიშნულია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშში.
ამავე ანგარიშში საუბარია დაგეგმვის პრობლემაზეც. აუდიტის სამსახური აღნიშნავს, რომ ძირითადად, სარეზერვო ფონდიდან ფინანსდება ისეთი სისტემატური გადასახდელები, რომელთა გათვალისწინება შესაბამისი მხარჯავი დაწესებულების ასიგნებებში შესაძლებელი უნდა ყოფილიყო ბიუჯეტის დაგეგმვის ეტაპზევე.

სპეციალისტების განცხადებითაც, მთავრობის სარეზერვო ფონდიდან ხარჯვა სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს. როგორც წინა მთავრობის შემთხვევაში, ამჟამადაც სარეზერვო ფონდიდან გადახარჯვას იწვევს ის, რომ მხარჯავი დაწესებულებები ვერ გეგმავენ საკუთარ ბიუჯეტს, რის გამოც ხშირად დგება დაუგეგმავი ხარჯის გაწევის აუცილებლობა, რაც შემდეგ მთავრობის სარეზერვო ფონდიდან ფინანსდება. ბოლო წლებში პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან ხარჯვა არ სცილდება ბიუჯეტის კანონით გათვალისწინებულ ზედა „ჭერს”, მთავრობის სარეზერვო ფონდიდან კი აშკარად სცილდება. წინა ხელისუფლების დროს ორივე შემთხვევაში იყო პრობლემა, როგორც პრეზიდენტის, ასევე მთავრობის სარეზერვო ფონდის კუთხით.
ამასთან, როგორც ანალიტიკოსები ამბობენ, იმისათვის, რომ პრობლემა მოგვარდეს, აუცილებელია საბიუჯეტო კოდექსით იმის განსაზღვრა, რომ სარეზერვო ფონდებიდან ხარჯვა მოხდეს მხოლოდ ფორსმაჟორის შემთხვევაში და არა გაუთვალისწინებელი ან დაუგეგმავი ხარჯების დაფინანსების ფორმით.

წყარო: newstime.ge

 

Leave A Reply

Your email address will not be published.