101 წლის ბრიტანელს 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

რამდენიმე წუთის წინ ინგლისის სასამართლომ ბირმინგემელ 101 წლის რალფ კლარკს 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა არასრულწლოვანებისდმი სექსუალური ძალადობის ბრალდებით.
სასამართლომ კლარკი არასრულწლოვნების გარყვნის 30 შემთხვევაში დამნაშავედ ცნო, რომელიც მან 1974-დან 1983 წლამდე ჩაიდინა. ბრალდებულმა ცხრა შემთხვევაში ბრალი აღიარა, სხვა კი უარყო.
რალფ კლარკი ბრიტანეთში ყველაზე ხანდაზმული ბრალდებულია.
მისი დანაშაულებების შესახებ მხოლოდ 2015 წელს გახდა ცნობილი, როცა პოლიციას ორმა დაზარალებულმა მიმართა.

Leave A Reply

Your email address will not be published.