11 დაღუპული და 4 დაჭრილი – დაუდგენელმა პირებმა მიკროავტობუსს ცეცხლი გაუხსნეს

სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში 21 ივლისს, საღამოს მიკროავტობუს , რომელშიც ტაქსის მძღოლები ისხდნენ,  დაუდგენელმა პირებმა ცეცხლი გაუხსნეს. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters ავრცელებს.

“შემთხვევა გუშინ, საღამოს დაახლოებით 20:00 საათზე მოხდა. მიკროავტობუსს ცეცხლი გახსნეს, რის შედეგადაც 11 ადამიანი დაიღუპა, ოთხი კი სერიოზულად დაშავდა. დაჭრილები საავადმყოფოში იმყოფებიან. ისინი გაუტენგას ტაქსის მძღოლების გაერთიანებიდან იყვნენ”, – განუცხადეს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელმა სააგენტოს.
მომხდარში ეჭვმიტანილის ვინაობა და სროლის მოტივი უცნობია. ტაქსი-მიკროავტობუსი ძალიან პოპულარული ტრანსპორტია სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში, თუმცა ძალადობის შემთხვევები ხშირად ხდება.

 

Comments
Loading...