112-მა სოციალური კამპანია დაიწყო – “ერთად შევამციროთ არამიზნობრივი ზარები 112-ში”

დღეს, 11 თებერვალს, როგორც საქართველო, ასევე ევროპა გადაუდებელი დახმარების ნომრის – 112-ის დღეს აღნიშნავს.

ამ დღის აღნიშვნის მიზანია, გადაუდებელი დახმარების ნომრის ცნობადობის გაზრდა.

112-ის პრესსამსახურის ინფორმაციით, დაიწყო სოციალური კამპანია – “ერთად შევამციროთ არამიზნობრივი ზარები 112-ში”

“მნიშვნელოვანია, მოსახლეობამ იცოდეს, რომ 112-ზე უნდა დარეკონ მხოლოდ გადაუდებელი შემთხვევის დროს, მაშინ როცა ესაჭიროებათ პოლიცია, სახანძრო/სამაშველო სამსახური და სასწრაფო სამედიცინო დახმარება.

არამიზნობრივი ზარის განხორციელებით, 112-თან დაკავშირების საშუალებას არ ვაძლევთ მათ, ვისაც რეალურად ესაჭიროება გადაუდებელი დახმარება”, – ნათქვამია 112-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

Comments
Loading...