12 ყველაზე უცნაური ლოტი eBay-ს აუქციონზე

eBay-ს აუქციონს არსებობის ისტორიაში უამრავი უცნაური ნივთი ახსოვს, თუმცა წარმოდგენილი 12 ლოტი ბევრისთვის თავის დროზე შოკისმომგვრელი აღმოჩნდა.
ბრიტნი სპირსის ორსულობის ტესტი

დიახ, ვიღაც ისე დაინტერესდა ბრიტნი სპირსის საიდუმლოებებში, რომ არ დაეზარა და სასტუმროს ნომერში, სადაც ბრიტნი სპირსი ცხოვრობდა, ნაგავში იქექა. ნარჩენებში კი ბრიტნის მიერ გამოყენებული ორსულობის ტესტი იპოვა, რომელიც eBay-ს აუქციონზე გაიტანა გასაყიდად. ოტავის რადიოსადგურმა 89.9 ეს ლოტი 5000 დოლარად შეიძინა.

წმინდა მარიამის შემწვარი ყველი

ვებ-პორტალმა Goldenpalace.com 10 წლის წინ მომზადებული სენდვიჩი 28 000 დოლარად შეიძინა. ეს უბრალოდ, დაძველებული ბუტერბროდი კი არ არის, მასზე წმინდა მარიამია გამოსახული. ქალი, რომელმაც ეს ბუტერბროდი შეწვა, ვერაფერი განსაკუთრებული ვერ შეამჩნია, სანამ ლუკმა არ ჩაკბიჩა და არ აღმოაჩინა, რომ წმინდა მარიამი „უყურებდა“. ქალმა სენდვიჩი მაშინვე აუქციონზე განათავსა.

სკარლეტ იოჰანსონის მიერ გამოყენებული ხელსახოცი

ტელეშოუში The Tonight Show სკარლეტ იოჰანსონმა Kleenex-ის ხელსახოცი დანიშნულებისამებრ გამოიყენა. ხელსახოცი ცელოფანში მოათავსეს და აუქციონზე გაიტანეს. ანონიმურმა მყიდველმა ეს ”ძვირფასი რარიტეტი” 5 300 დოლარად შეიძინა.

ლედი გაგას ხელოვნური ფრჩხილი

ლედი გაგას გამოსვლის შემდეგ სცენის დალაგებისას მომსახურე პერსონალმა აკრილის ფრჩხილი აღმოაჩინა. ეპატაჟური მომღერლის ხელოვნური ფრჩხილი 13 000 დოლარად გაიყიდა…

ჯონ ლენონის კარიესიანი კბილი

კანადელმა დანტისტმა ჯონ ლენონის მოახლეს 35 000 დოლარი გადაუხადა მომღერლის კბილში… დანტისტმა კბილი კაფსულაში მოათავსა და თავის კაბინეტში განათავსა, როგორც ძვირფასეულობა. კანადაში ათასობით თაყვანისმცემელი ჩამოდის, რათა საკუთარი თვალით
იხილოს ლენონის კბილი.

ჯენიფერ ლოურენსის ჭუჭყიანი ბიუსტჰალტერი

ჯენიფერ ლოურენსის სპორტული ჭუჭყიანი ბიუსტჰალტერი, რომელსაც მსახიობი ფილმის ”ჩემი შეყვარებული ფსიქოპატია” გადაღებისას ატარებდა, 3 175 დოლარად გაიყიდა.

დანერწყვილი ბეისბოლის ბარათი

აუქციონზე მაიკლ ვიკის საფეხბურთო ბარათები გაიტანეს, რომლებიც მისი ძაღლების მიერ იყო დანერწყვილი. ცხოველების მიმართ სისასტიკეში ბრალდებული ამ საშუალო დონის ფეხბურთელის ბარათებსაც გამოუჩნდა დაინტერესებული მყიდველი და ლოტი 7400-ად შეიძინა. ამბობენ, რომ თანხა ცხოველების დაცვის ადგილობრივ ორგანიზაციას გადაეცა.

ყოფილი მეუღლის საქორწინო კაბა

ლარი სთარმა თავისი ყოფილი მეუღლის კაბა აუქციონზე გაიტანა. მან თავადვე მოირგო კაბა და ფოტოც ატვირთა. ქორწინების შემდეგ ლარის ცხოვრება ჯოჯოხეთს დაემსგავსა და გადაწყვიტა, ამ გზით მაინც გაექარწყლებინა დარდები. ყველაზე მაღალი ფსონი გახლდათ 3 500 დოლარი, თუმცა თანხა დღემდე არ არის გადახდილი.

შვილისთვის სახელის დარქმევის უფლება

კონეკტიკუტის შტატში მცხოვრებმა ქალმა თავისი ახალშობილი შვილის სახელის დარქმევის უფლება აუქციონზე გაიტანა. გამარჯვებული კი ვებ-პორტალი Goldenpalace.com გახდა. ბავშვს პორტალის პატივსაცემად Golden Palace Benedetto დაარქვეს. დედა გოგონას გოლდის ეძახის.

საკონცენტრაციო ბანაკის ციხის ფორმის შარვალი

კანადელმა ვიქტორ კემპფმა ციხის ფორმის შარვალი 18 000 დოლარად გაყიდა. შარვალი აუშვიცის საკონცენტრაციო ბანაკში განთავსებულ ებრაელს ეკუთვნოდა, რომელიც ნაცისტებმა გაზის კამერაში გამოასალმეს სიცოცხლეს. eBay-ს აუქციონზე ლოტების მიმართ არის გარკვეული შეზღუდვები, რომლებიც ხელოვნების ნიმუშებსა და საომარ ნადავლს ეხება, მაგრამ შარვალი მაინც განათავსეს. მასთან ერთად კომპლექტში შედიოდა ჰოლოკოსტის მსხვერპლთა კბილის ჯაგრისები და თმის სახვევები. აუქციონის მოდერატორებმა გამყიდველი მას შემდეგ დაბლოკეს, რაც ლოტი უკვე გაიყიდა.

ნახატი, რომელიც გაცოცხლდა

ნახატზე The Hands Resist Him გამოსახულია ბიჭუნა და გოგონა, სახის უცნაური გამომეტყველებით, რომლებიც ვიტრინასთან დგანან. ვიტრინის მიღმა ჩანს საშინელი ხელები, რომლებსაც ბავშვების წაყვანა სურთ. ნახატი ბილ სტოუნჰემმა შექმნა მისი შვილების ფოტოს მიხედვით, რომლებიც გადაღებისას პოზირებდნენ. ადამიანები, რომლებიც ამ ნახატს ნახულობდნენ, თავს უეცრად ცუდად გრძნობდნენ.

მსახიობმა ჯონ მარლიმ (ცნობილი ფილმიდან ”ნათლია”) ეს ნახატი შეიძინა, მაგრამ ცოტა ხანში კვლავ განათავსა გასაყიდად, რადგან მის შვილებს ამოუცნობი უსიამოვნებები გადახდათ თავს. ნახატი 1025 დოლარად გაიყიდა.

უმანკოება

კერის კოპესტეიქსმა აუქციონზე თავისი უმანკოება 10 000 დოლარად გაიტანა. ბიზნესმენი, რომელმაც ყველაზე მაღალი ფსონი დადო, გოგონას მატერიალურად დაეხმარა კოლეჯში ჩაბარებაში. მშობლები ქალიშვილის მოხერხებულობით ამაყობენ.

დუდანა ზაქარაია

წყარო: bpn.ge

Comments
Loading...